---
title: "მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1338"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1338"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1338 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1338

არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან. თანხის ოდენობა, რაც გადახდილ უნდა იქნეს სარჩოს სახით, შეიძლება შემცირდეს სამკვიდროს აქტივის მოცულობის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1337.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1339.md
