---
title: "მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1348"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1348"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1348 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1348

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი – არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1347.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1349.md
