---
title: "მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1359"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1359"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1359 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1359

ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან: ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლის, სხვა სამკურნალო დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, სამედიცინო ნაწილში მათი მოადგილეები და მორიგე ექიმი, აგრეთვე ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე რომელიმე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს; ბ ) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება; გ ) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება; დ ) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2719 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.56 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3532 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1358.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1360.md
