---
title: "მუხლი 1367. დახურული ანდერძი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1367"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1367"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1367. დახურული ანდერძი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1367 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1367

1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1366.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1368.md
