---
title: "მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1370"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1370"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1370 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1370

1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.

2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.

3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307 – 1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე. თავი მეექვსე სავალდებულო წილი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1369.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1371.md
