---
title: "მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1404"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1404"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1404 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1404

1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.

2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.

3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1403.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1405.md
