---
title: "მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1413"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1413"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1413 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1413

მოანდერძეს შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც სამკვიდროს გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი და შეატყობინოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მემკვიდრეებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1412.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1414.md
