---
title: "მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1417"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1417"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1417 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1417

1. ანდერძის აღმსრულებელი მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა შეიძლება გასამრჯელოც მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული.

2. ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების უფლება, რაც მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.

3. ანდერძის აღმსრულებელს, რომელიც მემკვიდრე არ არის, უფლება არა აქვს სამკვიდროდან გაიღოს სხვა ხარჯები, გარდა 1427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1416.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1418.md
