---
title: "მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1427"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1427"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1427 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1427

მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1426.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1428.md
