---
title: "მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1428"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1428"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1428 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1428

თუ კანონით მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, შეუდგა სამკვიდროს ფლობას, ხოლო ანდერძით მემკვიდრემ არ იცოდა ანდერძის ბათილობის შესახებ, ან, თუ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებმა არ იცოდნენ სხვა უფრო ახლო კანონით მემკვიდრეების ან სხვა ანდერძის არსებობის შესახებ, მაშინ მათ დარჩებათ შემოსავალი, რაც სამკვიდროდან მიიღეს სარჩელის აღძვრამდე; მათ უფლება აქვთ აგრეთვე მოითხოვონ მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1427.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1429.md
