---
title: "მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1431"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1431"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1431 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1431

1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.

2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1430.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1432.md
