---
title: "მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1440"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1440"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1440 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1440

თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ – ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1439.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1441.md
