---
title: "მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1448"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1448"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1448 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1448

1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ.

3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1447.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1449.md
