---
title: "მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1460"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1460"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1460 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1460

1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.

2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1459.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1461.md
