---
title: "მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1461"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1461"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1461 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1461

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა იმ მემკვიდრეს უნდა მიეკუთვნოს, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. თუ ასეთი მემკვიდრე არ არის, მაშინ მიწა იმას უნდა მიეკუთვნოს, ვისაც უნარი აქვს და სურს, გაუძღვეს მეურნეობას. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1460.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1462.md
