---
title: "მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1465"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1465"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1465 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1465

1. თუ მემკვიდრე ჩასახულია, მაშინ სამკვიდროს გაყოფა შეიძლება მხოლოდ ამ მემკვიდრის დაბადების შემდეგ.

2. თუ ჩასახული მემკვიდრე ცოცხალი დაიბადება, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ გაიყონ სამკვიდრო მხოლოდ მისი კუთვნილი წილის გამოყოფით. ახალშობილის ინტერესების დასაცავად გაყოფაში მონაწილეობისათვის მოწვეულ უნდა იქნენ მისი წარმომადგენლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1464.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1466.md
