---
title: "მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1467"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1467"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1467 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1467

თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება. როცა თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის შედეგად მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა თანამემკვიდრეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მოვალის გადახდისუნარიანობას გაყოფის მომენტში თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა, მაშინ – ვალდებულების შესრულების მომენტში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1466.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1468.md
