---
title: "მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1479"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1479"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1479 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1479

1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.

2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.

3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1478.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1480.md
