---
title: "მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1489"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1489"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1489 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1489

1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1488.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1490.md
