---
title: "მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1503"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1503"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1503 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1503

სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე. სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1502.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1504.md
