---
title: "მუხლი 1505. ძალადაკარგულ კანონთა ნუსხა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1505"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1505"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1505. ძალადაკარგულ კანონთა ნუსხა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1505 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1505

1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ.662);

2. „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ.96);

3. „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ.199);

4. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.169);

5. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 15 ივლისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.170);

6. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.382);

7. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 მაისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.383);

8. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 19 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.401);

9. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.402);

10. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.423);

11. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 30 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.424);

12. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. №19-20);

13. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის 32-54-ე მუხლები (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, 1997 წ., №21-22);

14. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-7 მუხლი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. №007).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1504.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1506.md
