---
title: "მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1506"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1506"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1506 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1506

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.

2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1505.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1507.md
