---
title: "მუხლი 1508¹. ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1508^1"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1508¹. ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1508¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-1

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. მანამდე იგი შეუფერხებლად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას.

2. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

3. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-2.md
