---
title: "მუხლი 1508³. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-3"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1508^3"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1508³. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1508³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-3

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია: ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა; ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 1508 1 მუხლით დადგენილი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ; გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე 2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1509.md
