---
title: "მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1509"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1509"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1509 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1509

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან: ა) სახელმწიფო; ბ) მუნიციპალიტეტი; გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად; ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა); ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია; ზ) ამ კოდექსის 1509 1 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967) ; გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დ) კომანდიტური საზოგადოება; ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ვ) სააქციო საზოგადოება; ზ) კოოპერატივი. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1807 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.24 საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1233 - სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1508-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1509-1.md
