---
title: "მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1517"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1517"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1517 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1517

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დასანერგად გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა; ბ) უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1516.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1518.md
