---
title: "მუხლი 18¹. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/18-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "18^1"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18¹. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 18¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/18-1

1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.

3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5919 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.39

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/19.md
