---
title: "მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/195"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "195"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 195 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/195

თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/196.md
