---
title: "მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/234"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "234"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 234 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/234

1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები.

2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/233.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/235.md
