---
title: "მუხლი 306⁶. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/306-6"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "306^6"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 306⁶. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 306⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/306-6

თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას ან/და თუ დაადგენს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სპეციალისტი აუქმებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ განკარგულებას და ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ მიიჩნევა. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304 საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/306-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/307.md
