---
title: "მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/393"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "393"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 393 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/393

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად: ა ) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები; ბ ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; გ ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება. კარი მესამე ვალდებულების დარღვევა თავი პირველი ზოგადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/392.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/394.md
