---
title: "მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/418"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "418"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 418 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/418

1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1¹. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის განხორციელების შედეგად გამოთვლილი მხარის ნეტვალდებულება არ არის პირგასამტეხლო ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქცია და არ უნდა იქნეს მიჩნეული პირგასამტეხლოდ ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქციად.

2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/417.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/419.md
