---
title: "მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/432"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "432"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 432 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/432

1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/431.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/433.md
