---
title: "მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/484"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "484"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 484 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/484

1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/483.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/485.md
