---
title: "მუხლი 49¹. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "49^1"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49¹. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 49¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-1

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც იურიდიული პირი არ არის.

2. ერთობლივ საინვესტიციო ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6814  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-2.md
