---
title: "მუხლი 49². საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი) — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-2"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "49^2"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49². საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი) — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 49² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-2

1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის.

2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.

3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6814  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. IV. სეკიურიტიზაციის ფონდი, სეკიურიტიზაციის განყოფილება საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-3.md
