---
title: "მუხლი 49⁴. სეკიურიტიზაციის განყოფილება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-4"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "49^4"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49⁴. სეკიურიტიზაციის განყოფილება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 49⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-4

1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის.

2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.

3. სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურიტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023წ . კარი მეორე გარიგებანი თავი პირველი ზოგადი ნორმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/49-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/50.md
