---
title: "მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/503"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "503"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 503 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/503

1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/502.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/504.md
