---
title: "მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/574"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "574"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 574 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/574

1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.

2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის მონაწილე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/573.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/575.md
