---
title: "მუხლი 580¹. ქონების მიწოდების პირობების დარღვევა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "580^1"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 580¹. ქონების მიწოდების პირობების დარღვევა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 580¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-1

1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.

2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 580 5 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-2.md
