---
title: "მუხლი 580⁸. ლიზინგის მოწმობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-8"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "580^8"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 580⁸. ლიზინგის მოწმობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 580⁸ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-8

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ ამ კოდექსის 580 6 მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას.

2. ლიზინგის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის ფაქტი და რომლის საფუძველზედაც ლიზინგის გამცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის ლიზინგის გამცემის მიერ წარდგენილი ლიზინგის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. თავი მეხუთე იჯარა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/581.md
