---
title: "მუხლი 580. ქონების მიღება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "580"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 580. ქონების მიღება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 580 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580

1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.

2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/579.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/580-1.md
