---
title: "მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/603"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "603"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 603 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/603

1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.

2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/602.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/604.md
