---
title: "მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/674"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "674"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 674 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/674

1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გაცემის დღესა და ადგილს; ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს; გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს; დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; ე) მიმღების სახელსა და მისამართს; ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას; ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე); კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს; ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.

2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას; დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა; ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.

3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/673.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/675.md
