---
title: "მუხლი 682. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/682"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "682"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 682. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 682 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/682

1. თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიღების წინ შეუძლებელია ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს 680-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი პირის განკარგულება ტვირთის შესახებ.

2. თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან განსხვავებულად გადაზიდვის შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირის ტვირთის შესახებ 680-ე მუხლით გათვალისწინებულ მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/681.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/683.md
