---
title: "მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/683"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "683"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 683 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/683

1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც.

2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები.

3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი – მიმღების ადგილს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/682.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/684.md
