---
title: "მუხლი 693. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/693"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "693"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 693. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 693 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/693

1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.

2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც: ა) უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა; ბ) უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/692.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/694.md
