---
title: "მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/694"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "694"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 694 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/694

1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.

2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/693.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/695.md
