---
title: "მუხლი 696. არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/696"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "696"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 696. არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 696 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/696

1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.

2. თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისთვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ მის პასუხისმგებლობას, ან განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების ოდენობას ანდა, ზღუდავენ მას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/695.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/697.md
