---
title: "მუხლი 70. გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/70"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "70"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/70

იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა. საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3709 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.366 საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1982 – ვებგვერდი, 11.11.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/70-1.md
